“შემოდგომის ბათუმი” _ კონცერტი ხელოვნების ცენტრში გაიმართა. მსმენელის წინაშე ნინო ქათამაძე 2 საათიანი პროგრამით წარსდგა. კონცერტში ნიკოლოზ რაჭველი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მუსიკალური ცენტრის კაპელა მონაწილეობდნენ. მუსიკალური საღამოს მხარდამჭერი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკა იყო.