თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

13 ნოემბერი 2017, 00:00 2730 ნახვა

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. უწყების ინფორმაციით, ვიზიტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში შეხვედრით დაიწყება. პენტაგონში ლევან იზორიას ამერიკის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი უმასპინძლებს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, კოლეგები ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლსა და კონგრესში.

კაპიტოლიუმში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წარმომადგენელთან, მოლაპარაკებებს გამართავს.

ამავე კატეგორიაში