ცვლილებები საქართველოს მთავრობაში

13 ნოემბერი 2017, 00:00 2961 ნახვა

გაერთიანებული და  გაუქმებული სამინისტროები, თანამდებობის გარეშე  დარჩენილი  მაღალჩინოსნები - მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. შემცირებულ უწყებებთან ერთად ადმინისტრაციული ხარჯების  დაზოგვას აანონსებს გიორგი კვირიკაშვილი, რომლის გუნდშიც ორი ახალი სახეა. მთავრობის წევრებს შორის აღარ იქნება განათლებისა და  მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც უწყებას წელიწადი და 5 თვე ხელმძღვანელობდა.

პრემიერის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან ასევე გათავისუფლდა შინაგან საქმეთა მინისტრი. ყოფილ პირველ პოლიციელს, ძალოვანი უწყება 2015 წლის პირველ აგვისტოს  მაშინდელმა  პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩააბარა. თავის დროზე, როდესაც ისინი საზოგადოებას მთავრობის მეთაურებმა წარუდგინეს ითქვა, რომ ორივე მათგანი პროფესიონალიზმის ნიშნით  შეარჩიეს.
 

ჯერ არ ვიცით ჯეჯელავა დარჩება თუ არა სამთავრობო გუნდში, მღებრიშვილს კი ახალი პოზიცია უკვე შესთავაზეს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში