ოზურგეთის მერი არჩეულია

13 ნოემბერი 2017, 00:00 2583 ნახვა

არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 6 მუნიციპალიტეტში გაიმართა. დარღვევებთან ერთად ამომრჩევლის ყველაზე მეტი, 56% აქტივობა ოზურგეთში დაფიქსირდა. პროცესს ხმაურისა და ინცინდეტის გარეშე არ ჩაუვლია.

საბოლოოდ, ნასაკირალის 59-ე უბნის შედეგებმა გადაწყვიტა  ოზურგეთის მერობის კანდიდატ, კონსტანტინე შარაშენიძის ბედი. მან კონკურენტს მმართველი პარტიიდან ჯამში 79 ხმით აჯობა. შარაშენიძე დამოუკიდებელი კანდიდატია. საოლქო კომისიას საჩივრით უკვე მიმართა მმართველი პარტიამ. ოზურგეთის ყოფილი მერი ბეგი სიორიძე აცხადებს, რომ ნასაკირალის #59 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის დროს დარღვევები დაფიქსირდა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში