ბიუჯეტის წარდგენის ვადა ხვალ იწურება

14 ნოემბერი 2017, 00:00 2614 ნახვა

რეგიონის საკრებულოებში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტები ჯერ არ შესულა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის წარდგენის ვადა ხვალ იწურება. საკრებულოებში მუნიციპალიტეტებიდან ბიუჯეტის პროექტს ხვალ დღის განმავლობაში ელოდებიან.

ამის შემდეგ   საკრებულოები ფინანსურ დოკუმენტს კომისიებში განიხილავენ. 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცება კი ახალი მოწვევის საკრებულოს მოუწევს, რომელიც სავარაუდოდ ყველა მუნიციპალიტეტში მომავალ კვირას შეიკრიბება. 

ამავე კატეგორიაში