აგრარული კომისიის გასვლითი სხდომა

14 ნოემბერი 2017, 00:00 3007 ნახვა

ციტრუსის მოსავალი წელს ბელარუსის, ბალტიისპირეთისა და შუა აზიის ქვეყნების ბაზრებზე გაიყიდება. ამის შესახებ უმაღლესის საბჭოს აგრარული კომისიის გასვლით სხდომაზე განაცხადეს.

საუბარი შეეხო უცხოურ ბაზრებთან მოლაპარაკებებსაც, სადაც მოთხოვნა არასტანდარტულ მანდარინზეც არის. ადგილობრივ საწარმოებში კი ფერმერები არასტანდარტულ ნაყოფს 20 თეთრად ჩააბარებენ, აქედან 10 თეთრი  სახელმწიფო სუბსიდიაა. წელს რეგიონში 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან.

გასვლით სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს  მომავალი წლის ბიუჯეტზეც ისაუბრეს. 855 ათასი ლარით გაზრდილი ბიუჯეტით მიმდინარე პროექტებთან ერთად ახლების განხორციელებაცაა დაგეგმილი. 

ამავე კატეგორიაში