2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ხულოს საკრებულოში ჯერ არ შესულა

14 ნოემბერი 2017, 00:00 2691 ნახვა

2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ხულოს საკრებულოში ჯერ არ შესულა. უკვე ცნობილია, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება რჩება. დაგეგმილია წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ადმინისტრაციული ერთეულების კეთილმოწყობა, კურორტ ბეშუმში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კონკრეტულად კი საკურორტო ზონაში სანიაღვრე არხების დახურვა და ბილიკის მოწყობა. ბიუჯეტის ზუსტი პარამეტრები უცნობია, იგი  დაახლოებით 9 მილიონ ნახევარზე მეტი იქნება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში