მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 99 დასახლება დაემატება

23 ივნისი 2016, 00:00 3536 ნახვა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, დამატებით 38 ათას ადამიანი ისარგებლებს იმ სოციალური შეღავათებით, რასაც ითვალისწინებს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. მისივე თქმით, ამ დასახლებების თავიდანვე შეყვანა ნუსხაში ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ არ არსებობდა დასახლებების ერთიანი ნუსხა და სისტემატიზებული მონაცემები.

„დღემდე ამ დასახლებების არდაფარვა იყო გამოწვეული იმ მიზეზით რომ არ არსებობდა ზუსტი ნუსხა და სისტემატიზებული მონაცემები. ჩვენ ეს სისტემა დავხვეწეთ და აქედან გამომდინარე შემოვდივართ წინადადებით, რომ 99 ახალი დასახლება, ანუ 38 ათასი ადამიანი დაემატოს ნუსხას,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

ამავე კატეგორიაში