სურსათის ეროვნული სააგენტო: მოსახლეობას მოვუწოდებთ არ შეიძინონ ქუჩაში მალფუჭებადი პროდუქტები

14 ნოემბერი 2017, 00:00 3281 ნახვა

სურსათის ეროვნულ სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს არ შეიძინონ ისეთ ადგილზე საკვები პროდუქტი, რომელის კონტროლი შეუძლებელია.  ეს შეფასება, სურსათის უვნებლობის სააგენტოში, მას შემდეგ გააკეთა, რაც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ხელვაჩაურში, ცენტრალურ გზასთან ახლოს, ავტობუსის გაჩერებაზე ხორცის უკანონო რეალიზაციის ფაქტი დააფიქსირა. 

სააგენტოში განმარტავენ, რომ მალფუჭებადი პროდუქტების გარეთ შესყიდვა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, რაც შეეხება კონტროლს, სააგენტო მხოლოდ იმ ობიექტებს ამოწმებს, რომლებიც რეგისტრირებული ბიზნესოპერატორები არიან. გარევაჭრობის საკითხები კი მუნიციპალიტეტების დონეზე უნდა მოგვარდეს. 

"როგორც ავღნიშნე, ჩვენ რეგისტრირებულ ბიზნეს ოპერატორებს ვამოწმებთ, რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს,  გვერდს არ ვუვლით მსგავს შემთხვევებს და კოორდინირებულად ვმუშაობთ იმ ორგანოებთან, ვინც პასუხისმგებელია გარევაჭრობისა და პროდუქტის უკანონო რეალიზაციის აღკვეთის კუთხით. მთავარი კი მაინც ის არის, რომ მოსახლეობა მოერიდოს და არ შეიძინოს არასათანადო პირობებში შენახული მალფუჭებადი პროდუქტები" - განაცხადეს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში

ამავე კატეგორიაში