უმაღლესი საბჭოს შენობას ფაროსანა უტევს - დეპუტატები მავნებლის წინააღმდეგ

15 ნოემბერი 2017, 00:00 3311 ნახვა

უმაღლესი საბჭოს შენობას ფაროსანა უტევს, თავის მხრივ, მავნებლის წინააღმდეგ დეპუტატებიც იბრძვიან. 

დღეს, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის წევრებმა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს რამაზ ბოლქვაძეს,  ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. 

დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მომავალი პროექტების, შუახევში აგროსერვისის და საათიბი ტექნიკის შეძენაზე მნიშვნელოვანი, ფაროსანას საწინააღმდეგო შესაწამლი აპარატების შეძენაა.

დეპუტატთა თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 5 ათასი შესაწამლი აპარატის ნაცვლად,მხოლოდ 1500-მდე ერთეულს ყიდულობს, რაც არაა საკმარისი. პრეტენზიები მიუღებელი აღმოჩნდა ფინანსთა მინისტრისთვის.

საკითხზე მსჯელობისას ბიუროს სხდომათა დარბაზში "მთავარის"გადამღებმა ჯგუფმა რამდენიმე ფაროსანა დააფიქსირა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში