ნაფიცმსაჯულთა პროფესიული წრე ფართოვდება

23 ივნისი 2016, 00:00 3440 ნახვა

ნაფიცმსაჯულთა პროფესიული წრე ფართოვდება.  ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში იგეგმება. საკითხზე დეპუტატები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით ისჯელებენ. კანონპროექტი იურიდიულ კომიტეტში უკვე განიხილეს. კომიტეტის წევრებმა ნაფიცმსაჯულად ასარჩევ პირთა წრის გაზრდასა და მათ შორის პროკურორების, გამომძიებლებისა და პოლიციელების შეყვანას მხარი არ დაუჭირეს. ცვლილებების მიხედვით, ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიები ფართოვდება - თბილისისა და ქუთაისის სასამართლოებს, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავისა და გორის სასამართლო ემატება. პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში