ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

15 ნოემბერი 2017, 00:00 2825 ნახვა

ევროპარლამენტმა ევროკავშირის  ასოცირებული წევრების საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შემდგომი ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს 519-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 114 დეპუტატი იყო, ხოლო 47 პარლამენტარმა თავი შეიკავა. ევროპარლამენტარებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ რეკომენდაციები მოამზადეს.

რეკომენდაციებში საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ასოცირებული წევრი ქვეყნის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე.  საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ახალი ევროპული გეგმა უნდა შესთავაზონ, რომელიც მოიცავს ახალ საინვესტიციო გეგმას, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებასა და ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეხუთე სამიტი 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.

ამავე კატეგორიაში