აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი

15 ნოემბერი 2017, 00:00 3145 ნახვა

2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის  პირველადი პროექტი  დღეს უმაღლეს საბჭოში გაერთიანებული კომისიების სხდომებზე განიხილეს. ცალკეულ პროგრამასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს როგორც ოპოზიციას, ასევე მმართველ პარტიას.  უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ აუცილებელია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შესაბამისი დანადგარები შეიძინოს, უმცირესობაში კი მიაჩნიათ, რომ  მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტები არასწორადაა გაწერილი.

განათლების კომისიის სხდომაზე გამოთქმული პრეტენზიები თავად მოისმინა  ადრესატმა.  საუბარი შეეხო აგარის სკოლის შენობის საკითხს, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებისა და მშენებლობას.  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის საწყისი პარამეტრი 351 მილიონი ლარით განისაზღვრა. მაჩვენებელი მიმდინარე წელთან შედარებით 45 მილიონით მეტია. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში