ტერორიზმის ინდექსი

15 ნოემბერი 2017, 00:00 3371 ნახვა

გლობალური ტერორიზმის 2017 წლის ინდექსში საქართველო 163 ქვეყანას შორის 77-ე ადგილზეა. შარშან ამავე რეიტინგში საქართველო 87-ე ადგილზე იყო. საქართველო ასევე ნახსენებია იმ ქვეყნების სიაში, სადაც ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს“ წევრი ან მასთან აფილირებული პირები იმყოფებიან.

პირველ ადგილზე ინდექსში არის ერაყი, მას მოსდევს ავღანეთი, ნიგერია, სირია და პაკისტანი. რაც შეეხებათ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთი მეცხრე ადგილზეა, რუსეთი რეიტინგში 33-ე პოზიციას იკავებს, სომხეთი – 75-ეს, ხოლო აზერბაიჯანი – 95-ეს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომაროება უკრაინაშია, ის ინდექსში 17-ე ადგილს იკავებს.  ანგარიში “ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა” მოამზადა.

ამავე კატეგორიაში