აჭარის ბიუჯეტის პროექტი

15 ნოემბერი 2017, 00:00 2988 ნახვა

უმაღლესი საბჭოს კომისიებს 20 ნოემბრამდე აქვს ვადა, რომ რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტის შესახებ  საბოლოო დასკვნა მოამზადონ. დოკუმენტი   დღეს გაერთიანებული კომისიების სხდომებზე განიხილეს.

ოპოზიციასთან ერთად შენიშვნები მმართველ პარტიასაც აქვს. დეპუტატებმა უკმაყოფილება  გამოთქვეს სოფლის მეურნეობის ცალკეულ პროგრამასთან დაკავშირებით. უმცირესობაში აცხადებენ, რომ დაფინანსების მიღმა დარჩა ისეთი პროექტები, რომლებიც მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. პრეტენზიების მოსმენა დღეს აჭარის განათლების მინისტრსაც მოუხდა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში