საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია

16 ნოემბერი 2017, 00:00 2628 ნახვა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ანგარიშის მიღებას საქართველოს  პრემიერ-მინისტრი  ეხმაურება.  “მივესალმებით ევროპარლამენტის დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ანგარიშის მიღებას, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მოახლოებული სამიტის წინ და ევროკავშირის კიდევ ერთი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების მიმართ” - ნათქვამია გიორგი  კვირიკაშვილის  განცხადებაში.

პრემიერის შეფასებით, ევროპარლამენტარების რეკომენდაციებში ასახულია სრული მხარდაჭერა საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების მიმართ, როგორიცაა საქართველოს ევროპული მისწრაფებები და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გრძელვადიანი მიზნების დასახვის აუცილებლობა. საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ევროპარლამენტმა გუშინ მიიღო.

ამავე კატეგორიაში