აჭარის დელეგაციის ვიზიტი

16 ნოემბერი 2017, 00:00 3120 ნახვა

სამთავრობო დელეგაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეთაურობით ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. ვიზიტი ართვინის გუბერნიაში ოფიციალური დახვედრით დაიწყო, რის შემდეგაც ართვინის გუბერნატორთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
 

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ტემპებზე, რეგიონში მზარდ თურქული ინვესტიციებზე. ვიზიტის მიზანია, მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება.

ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ართვინის, რიზესა და ტრაპიზონის რეგიონების გუბერნატორებთან და მერებთან. ასევე, შეხვედრები გაიმართება ხოფისა და ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებში, რიზეს უნივერსიტეტში და საქართველოს გენერალურ საკონსულოში.

ამავე კატეგორიაში