აჭარის დელეგაციის ვიზიტი

17 ნოემბერი 2017, 00:00 2829 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება. ზურაბ პატარაძე დელეგაციის წევრებთან ერთად ცოტა ხსნი წინ ტრაპიზონის გუბერნატორს შეხვდა.  ისაუბრებს ორმხრივ თანამშრომლობაზე. ზურაბ პატარაძის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურაში  და ნატოში ინტეგრაციას.
 

დღესვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ტრაპიზონის მერს შეხვდება. ოფიციალური შეხვედრა უკვე შედგა ართვინისა და რიზეს  გუბერნატორებთან და მერებთან, რომელზეც მეზობელ ქვეყნებსა და მოსაზღვრე რეგიონებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობები განიხილეს. მათ შორის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რომელიც რიზეს მერის ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.
 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გუბერნატორს და მერს მადლობა გადაუხადა თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს საქართველოს მოქალაქეებისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის.  ისაუბრეს ხულოში შავნაბადას მთაზე ხანძრის დროს, სახანძრო- სამაშველო ოპერაციაში თურქული ვერტმფრენის ჩართვის მნიშვნელობაზეც. 

ამავე კატეგორიაში