პარლამენტის თავმჯდომარე: უჩა ნანუაშილი ემზადება პოლიტიკური აქტივობისთვის

17 ნოემბერი 2017, 00:00 2929 ნახვა

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის იყო გადასული პოლიტიკურ აქტივობაზე. როგორც ჩანს ემზადება პოლიტიკური აქტივობისთვის"- ასე შეაფასა ჟურნალისტებთან კომენტირებისას სახალხო დამცველის მუშაობა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, იუსტიციის მინისტრის განცხადებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თეა წულუკიანს აქვს მორალური უფლება შეაფასოს ომბუდსმენი.

"მე მოვისმინე მისი (თეა წულუკიანის) შეფასება, იუსტიციის მინისტრი საუბრობდა იმაზე, რომ სახალხო დამცველი არის ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველი, მას ამის მორალური უფლება აქვს. ზოგადად იუსტიციის მინისტრის ამის უფლება აქვს, ეს მისი პრეროგატივაა" განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

რაც შეეხება უმრავლესობის დეპუტატის პასუხს თეა წულუკიანის განცხადებაზე, მისი აზრით დეპუტატი შოთა შალელაშვილის არაკორექტული იყო, როდესაც წულუკიანის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.   

"რაც შეეხება დეპუტატის  შეფასებას, ვფიქრობ, არ იყო კორექტული. როცა ერთი გუნდის შიგნით არის აზრთა სხვადასხვაობა, ჯერ გუნდში უნდა მოხდეს ამის განხილვა" -.ამბობს კობახიძე. 

შოთა შალელიშვილი პარლამენტში უმრავლესობის წევრია, გუშინ ის თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა და მას უპასუხისმგებლო უწოდა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში