ბათუმში თურქი ბიზნესმენები საპასუხო ვიზიტით ჩამოვლენ

18 ნოემბერი 2017, 00:00 2223 ნახვა

უახლოეს დღეებში ბათუმში თურქი ბიზნესმენები ჩამოვლენ და აჭარის საინვესტიციო გარემოს გაეცნობიან. ტრაპიზონის სავაჭრო სამრეწველო და ექსპორტიორთა პალატების წევრებმა მეზობელ რეგიონში ჩამოსვლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის დროს ტრაპიზონში, ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გადაწყვიტეს.

ინვესტიციებით თურქი ბიზნესმენები უკვე დაინტერესდნენ, რომლებსაც გუშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემო კიდევ ერთხელ გააცნო. საუბარი შეეხო ასევე სატრანსპორტო გადაზიდვებს. ტრაპიზონის ექსპორტიორთა პალატა  245 ექსპორტიორს აერთიანებს და სატვირთო გადაზიდვებს 118 ქვეყანაში ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში