ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18 ნოემბერი 2017, 00:00 5787 ნახვა

ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ავარია ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე გასულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, წინასწარი დათვალიერებით, დაშავებულს დაზიანებები თავის და ბარძაყის არეში აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე 276-ე მუხლის 1 ნაწილით აღიძრა რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში