სტოლტენბერგი : საქართველო და უკრაინა რეფორმებს ატარებენ

18 ნოემბერი 2017, 00:00 2199 ნახვა

ნატო ღია კარის პოლიტიკას აგრძელებს და მზად არის ახალი წევრების მისაღებად, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. გამოცემა „უკრინფორმის“ ცნობით, სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცივი ომის დასრულებიდან ალიანსის წევრთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ალიანსს მონტენეგრო შეუერთდა. მისი თქმით, ალიანსში გასაწევრიანებლად სახელმწიფო გარკვეულ სტანდარტებს უნდა პასუხობდეს.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ახლა რეფორმებზე არიან კონცენტრირებული: თავდაცვითი ინსტიტუტების მოდერნიზებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე და დემოკრატიის გაძლიერებაზე. ნატო და მოკავშირეები მათ ამ პროცესში ეხმარებიან. საბოლოო ჯამში, ალიანსის 29 წევრი გადაწყვეტს, მივიღოთ თუ არა ახალი წევრი ჩვენს რიგებში. არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება ამ პროცესში ჩაერიოს ან ვეტო დაადოს. ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი გზა, ალიანსს კი შეუძლია გადაწყვიტოს, სურს თუ არა მას გაფართოება.

ამავე კატეგორიაში