უცხოური მედია ''ბორჯღალოსნების'' შესახებ წერს

19 ნოემბერი 2017, 00:00 2186 ნახვა

ქართველი მორაგბეების შესახებ მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებები წერენ. ბრიტანული გამოცემა ,,ბიბისი" უელსისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრას ფრანგული გამოთქმით, ,,დეჟა ვიუ" აფასებს. რაგბში სპორტული მიმომხილველის თქმით, უელსი საქართველოს თავდასხმას გადაურჩა. "უელსელებმა სწრაფი თამაშის ხარჯზე ლელო დასაწყისშივე დადეს. მიუხედავად ამისა, თამაშის პირველი ნახევრის განმავლობაში საქართველომ უელსი შეაშინა. უელსის ნაკრებმა დაპირებული მოლოდინები ქულებით ვერ გაამართლა. ბოლო წუთებში საქართველოსთან თამაშის ფრედ დასრულების საფრთხე შეიქმნა. - აღნიშნავს ,,ბიბისი".

ავტორის თქმით, საქართველო 6 ერში თამაშზე პრეტენზიას აცხადებს. ქართველებთან უელსელების გამარჯვებას არადამაჯერებლად აფასებს გამოცემა ,,ტელეგრაფი" და აღნიშნავს, რომ უელსის მთავარ მწვრთნელს მსოფლიოს მე-12 ნაკრების დასამარცხებლად ცვლილებების განხორციელება მოუწია. ,,უელს ონლაინი" კი ხაზს უსვამ საქართველო - უელსის დაპირისპირების სანახაობრიობას. გამოცემა საკუთარი ქვეყნის ნაკრების თამაშით უკმაყოფილოა. ,,საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ 6 ერის გაფართოვებულ შემადგენლობაში თამაშზე ღირსეულად აცხადებენ პრეტენზიას" - აღნიშნავს უელსური გამოცემის სპორტული მიმომხილვე​ლი.

ამავე კატეგორიაში