მუნიციპალიტეტებში ახლი მოწვევის საკრებულოს სხდომები დღესაა ჩანიშნული

20 ნოემბერი 2017, 00:00 3249 ნახვა

26 წევრით დაკომპლექტდება ხელვაჩაურის საკრებულო. მეოთხე მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანო პირველ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 18 საკითხს განიხილავს. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი გუნდის სიის პირველი ნომერი ყოფილი გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოიაზრება, მოადგილედ კი მალხაზ სალვარიძე. ქართულ ოცნებაში უკვე იციან კომისიების ხელმძღვანელების სავარაუდო კანდიდატების შესახებაც. ყველა პოზიციაზე ეს პირები ფარული კენჭისყრის პრინციპით შეირჩევიან. ნადიმ ვარშანიძის კანდიდატურას მხარს არ უჭერს ნაციონალური მოძრაობა. საკრებულოში   „ქართული ოცნება“   17 დეპუტატითაა წარმოდგენილი.  „ერთიან ნაციონალური მოძრაობა“ 6, „პატრიოტთა ალიანსი“ 2 „ევროპულ საქართველოს“ ერთი წევრი ჰყავს.

15 საათზე დაიწყება დღეს ხულოს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომაც. ხულოს საკრებულო რეგიონში ერთადერთია, სადაც ხუთი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი. ახალი მოწვევის საკრებულო ასე დაკომპლექტდა:. ქართული ოცნება 17 წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 6 წევრი, ევროპული საქართველო- სამი, დიმიტრი ლორთქიფანიძე კუკავა დემოკრატიული მოძრაობა თავისუფლებისთვის- და პატრიოტთა ალიანსი თითო თითო წევრი. ახალი მოწვევის საკრებულოში 28 დეპუტატი იქნება. 

საკრებულოს, პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს და მოადგილეებს აირჩევენ შუახევის ახალი მოწვევის საკრებულოშიც. დაკომპლექტდება კომისიებიც. 24 დეპუტატიდან 19 წევრი კოალიცია ქართულ ოცნებას, სამი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ერთი ევროპულ საქართველოს, ერთი დეპუტატი კი ,,პატრიოტთა ალიანსს” ჰყავს.  შუახევის ახალი მოწვევის საკრებულოში ორი ქალია. ახალ შემადგენლობაში, 7 წევრი წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატია.  

დღეს გაიმართება ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი  სხდომა ქედაშიც. სხდომას ოლქის თავმჯდომარე გახსნის. 24 წევრიან საკრებულოში 18 წევრი ქართული ოცნებიდანაა, 3 მანდატი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ერგო, 2 პატრიოტთა ალიანსს, ერთი წევრი კი ევროპული საქართველოდან შევიდა.

15 საათზე დაიწყება პირველი სხდომა ქობულეთის საკრებულოშიც. სხდომას ოლქის თავმჯდომარე გახსნის. დეპუტატები თავმჯდომარეს და მოადგილეს აირჩევენ, დაკომპლექტდება კომისიები და ფრაქციებიც. ქობულეთის საკრებულო 37 წევრიანია, სადაც  ქართულ ოცნებას 29 წევრი, 6 ნაციონალურ მოძრაობას, თითო თითო წევრი კი პატრიოტთა ალიანსს და პარტია ევროპულ საქართველოს ჰყავს.

ამავე კატეგორიაში