შუახევში საკრებულოს სხდომა ვერ განახლდა

20 ნოემბერი 2017, 00:00 3299 ნახვა

შუახევში, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ვერ აირჩიეს, სხდომა შესვენების შემდეგაც ვერ განახლდა. 

სხდომაზე დეპუტატების არ ყოფნის გამო ქვორუმი არ შედგა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი იუწყება, სხდომაზე არ დაბრუნდა "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატიც, რომელსაც თანაგუნდელების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. 

შუახევის საკრებულოში შესვენება 18:00 გამოცხადებული. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში