შუახევში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს

20 ნოემბერი 2017, 00:00 4267 ნახვა

რამდენიმე წუთში შუახევის ახალი მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას განაახლებს. აქ საკრებულოს თავმჯდომარე ორი კენჭისყრის მიუხედავად ვერ აირჩიეს. დეპუტატები შესვენებაზე ორჯერ გავიდნენ, თუმცა მეორედ ქვორუმის არარსებობის გამო სხდომა ვერ განახლდა.

სხდომაზე არ დაბრუნდა "ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატიც, რომელსაც თანაგუნდელების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა.

მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი დავითაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ 12 ხმა მიიღო. მას 13 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. რამდენიმე წუთში გაირკვევა ვის დაასახელებენ თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატად.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში