ხმაურისა და დაპირისპირების მიუხედავად შუახევში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს

20 ნოემბერი 2017, 00:00 3791 ნახვა

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები ჩატარდა. განსხვავებული იყო შუახევი, სადაც დიდი უმრავლესობის მქონე “ქართულმა ოცნებამ” თავმჯდომარედ წარდგენილი კანდიდატის არჩევა ვერ შეძლო.

ერთხელ გიორგი დავითაძეს ერთი ხმა დააკლდა, ორჯერ გადადებული სხდომა კი კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა.  

იმის მიუხედავად, რომ “ქართულ ოცნებაში” ფაქტს გუნდში არსებულ უთანხმოებად არ მიიჩნევენ, ფაქტია, რომ მმართველი გუნდის 19 დეპუტატიდან, საკუთარი პარტიის კანდიდატს სულ მცირე 7-მა მხარი არ დაუჭირა. წარდგენილ კანდიდატს “ქართული ოცნება” არ ცვლის.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში