დავით მჭედლიშვილი საკრებულოს ოთხი წლით უხელმძღვანელებს

20 ნოემბერი 2017, 00:00 8884 ნახვა

ყველაზე მეტი მანდატით აჭარაში ქობულეთის საკრებულო გამოირჩევა. აქ 37 წევრიან თვითმმართველობაში, “ქართულ ოცნებას” 29 დეპუტატი წარმოადგენს. ამ დეპუტატებიდან მხოლოდ ერთმა არ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, ანუ არ მისცა ხმა პარტიის მიერ წარდგენილ თავმჯდომარეს.

ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა, ასე რომ დავით მჭედლიშვილს 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, იგი აქამდე საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი იყო და 21 ოქტომბერს მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვა. ქობულეთი ერთადერთი მუნიციპალიტეტია აჭარაში, სადაც საკრებულოს მმართველ რგოლში ქალი აირჩიეს - თავმჯდომარის მოადგილე ნათია თხილაიშვილი გახდა.

სხვა არცერთ მუნიციპალიტეტში არც მოადგილეებად და არც თავმჯდომარედ ქალი აჭარაში დღეს არ აურჩევიათ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში