აირჩევენ თუ არა დღეს შუახევის საკრებულოს თავმჯდომარეს?

21 ნოემბერი 2017, 00:00 2920 ნახვა

აირჩევენ თუ არა საკრებულოს თავმჯოდმარეს შუახევში დღეს გახდება ცნობილი - საკრებულოს სხდომა ორ საათზე განახლდება. კოალიცია “ქართული ოცნება” საკრებულოს თავმჯდომარედ იმავე კანდიდატს, გიორგი დავითაძეს ასახელებს, რომელმაც გუშინ საჭირო, 13 ხმა ვერ მოაგროვა.

''ნაციონალურ მოძრაობაში'' აცხადებენ, რომ ქართული ოცნების დეპუტატებზე ზეწოლა განხორციელდა, რასაც მმართველ გუნდში არ ადასტურებენ. საკრებულოს თავმჯდომარის იმავე კანდიდატის დასახელების შემთხვევაში, ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

ამავე კატეგორიაში