"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახს მმართველი გუნდი დაიკავებს

21 ნოემბერი 2017, 00:00 2704 ნახვა

"ვესაუბრე ოპოზიციის წევრებს გუშინ, რადგან ვერ დავიდა მათ დონემდე, რას ვეუბნებოდით, ასე გადავწყვიტეთ " - ასე უპასუხა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, რატომ არ მოხდა ოპოზიციის გაფრთხილება ოთახის ცვლილების შესახებ.  

საკერებულოს ახალი თავმჯდომარის პირველი ბრძანება ოთახების ცვლილებას ეხება. ბრძანებულებით, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში მმართველი გუნდი გადავა, ხოლო 4 კაციანი "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია შედარებით მცირე ოთახში. 

"შეიცვალა არა მარტო ორი ფრაქციის კაბინეტი, არამედ სხვა ცვლილებებიც მოხდა.  როგორც იცით, "ქართული ოცნების" ფრაქციები მცირე ოთახში იყვნენ, სადაც 4-5 ადამიანი ეტეოდა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში უპრობლემოდ თავსდება 25 ადამიანი. რადგან "ქართული ოცნება" უმრავლესობით მოვიდა საკრებულოში, გადავწყვიტეთ შეგვეცვალა ოთახები" - აცხადებს თებიძე.

ბათუმის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დღეს ფრაქციის ოთახი  დაკეტილი დახვდათ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.  

"ნაციონალური მოძრაობის"  წევრი მირდათ ქამადაძე ამბობს, რომ სულიკო თებიძის ბრძანების აღსრულება უკანონოდ მოხდა.  

ამავე კატეგორიაში