გეომეტრიული ფიგურები ფარული კენჭისყრის დროს

21 ნოემბერი 2017, 00:00 3161 ნახვა

 სამი ოთხკუთედი, ხუთი სამკუთხედი, ექვსი ცილინდრისებული და 6 ჩვეულებრივი  - ეს არის ფორმები, რომლითაც შუახევში საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად დეპუტატებმა ბიულეტენები შემოხაზეს. 

 გიორგი დავითაძემ დღეს 20 დეპუტატის მხარდაჭერა ასეთ მრავალფიგურული ბიულეტენების შედეგად მიიღო და შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. გუშინ კი,  მმართველი გუნდის კანდიდატს, პოსტის დასაკავებლად 1 ხმა დააკლდა.  მას თავმჯდომარეობისთვის 13 ხმა სჭირდებოდა და 12 მიიღო. შუახევში "ქართულ ოცნებას" 19 დეპუტატი ყავს.  

ფარული კენჭისყრის დაწყებამდე, შუახევის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი სოსლან ზოიძე ამტკიცებდა, რომ  მმართველი გუნდის წევრ დეპუტატებზე ხორციელდება ზეწოლა. მისი ინფორმაციით, ძალოვანმა სტრუქტურების წარმომადგენლებმა  საკრებულოს წევრების გადაწყვეტილების გასაკონტროლებლად  ბიულეტენის სხვადასხვა ფიგურებით შემოხაზვა მოითხოვეს. 

ოპოზიცია ითხოვდა ბათლად ეცნოთ ის ბიულეტენები, რომელიც შემოხაზული იქნებოდა ფიგურებით. ოპოზიციის წინადადება არ დაკმაყოფილდა. 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში