საკრებულოს სხდომა

22 ნოემბერი 2017, 00:00 2836 ნახვა

ახალი მოწვევის საკრებულოს მეორე სხდომა გაიმართა ხულოში. სესიაზე დეპუტატებმა ხუთი კომისიის პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცეს. სხდომაზე დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს „დაბა ხულო ამორტიზირებული და საცხოვრებლად უვარგისი სახლების გარეშე„ პროგრამასთან დაკავშირებით. პროგრამის მიხედვით ხულოს მერია რუსთაველის ქუჩის #18 -ში მდებარე სახლში 10 საცხოვრებელ ფართს შეიძენს, რომელიც ამორტიზირებულ საცხოვრებელში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცემა იმ პირობით თუ ძველ საცხოვრებელ ფართს სახელმწიფოს კუთვნილებაში გადასცემს.

ხულოში სულ ათამდე ბარაკული ტიპის საცხოვრებელია, ოჯახების უსაფრთხო ადგილას გასახლება წლის ბოლომდე მოხდება. „დაბა ხულო ამორტიზირებული სახლების გარეშე“ -ამ პროგრამისთვის ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარი დაიხარჯება. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა 2 საკითხზე იმსჯელეს. სესიას 28 დეპუტატიდან ერთი დეპუტატი არ ესწრებოდა.

ამავე კატეგორიაში