სამი ლიკვიდირებული, ერთი დაღუპული და ოთხი დაჭრილი

22 ნოემბერი 2017, 00:00 3004 ნახვა

ერთი დაკავებული, სამი ლიკვიდირებული ეჭვმიტანილი და ერთი გარდაცვლილი სპეცრაზმელი – თბილისში 20 საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია. დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2 თანამშრომელი. არ დაშავებული არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე. სუს-ის ინფორმაციით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა.

საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით – განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურში. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია მთელი ღამის და დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმეჯერ განხორციელებული შტურმისა და შეტაკების შემდეგ ოპერაცია დღის მეორე ნახევარში დასრულდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში