სპეცოპერაცია თბილისში

22 ნოემბერი 2017, 00:00 2453 ნახვა

სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები. კორპუსთან, სადაც ღამის და მთელი დღის განმავლობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა მობილიზებული იყო ათობით სამართალდამცველი, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, ჯავშანტექნიკა, სასწრაფო და სახანძრო სამაშველო ბრიგადები.

დილიდანვე განხორციელდა მაცხოვრებლების ევაკუაცია, იმ კორპუსის სადარბაზოდან, სადაც მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. სუს-ის ინფორმაციით ისინი თავდაპირველად ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან მოლაპარაკებებს ცდილობდნენ, თუმცა მათ უარი განაცხადეს ჩაბარებაზე და ცეცხლი გაუხსნეს სამართალდამცველებს, სწორედ ამ დროს დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. ამის შემდეგ დაიწყო ინტენსიური სროლა, ისმოდა აფეთქების ხმა. რამდენიმეჯერ განხორციელდა შტურმი იმ სადარბაზოზე, სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილები იმყოფებოდნენ. აფეთქებების შემდეგ, ხანძარი გაჩნდა კორპუსში, მეხანძრეებმა მალევე მოახერხეს ცეცხლის ჩაქრობა. 

 

ამავე კატეგორიაში