საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა

23 ნოემბერი 2017, 00:00 4956 ნახვა

საპატრულო პოლიციის დეპარტმენტს თეიმურაზ კუპატაძე უხელმძღვანელებს. ამ პოსტზე იგი დღეს შინაგან  საქმეთა მინისტრმა წარადგინა. მინისტრის თქმით, მას საპატრულო პოლიციაში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს.

2012 წლიდან 2015 წლის მარტამდე იგი აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. იგი ამ პოსტზე დავით მამულაიშვილმა ჩაანაცვლა. ამის გარდა, თეიმურაზ კუპატაძე სხვადასხვა დროს, იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი.

ამავე კატეგორიაში