გიორგი კვირიკაშვილი ''აღმოსავლეთ პარტნიორობის'' სამიტზე სიტყვით გამოვა

24 ნოემბერი 2017, 00:00 2653 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგით მე-5 სამიტში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით მიმართავს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის პლენარული სხდომის მონაწილეებს და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებს. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.  

პრემიერი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს. მხარეებმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის, ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას. 

ამავე კატეგორიაში