გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა

24 ნოემბერი 2017, 00:00 2418 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ განსაკუთრებულ პროგრესს და საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას.

დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო და სამაგალითო პარტნიორია. „მხარეებმა ისაუბრეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის შესახებ. ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც.

ამავე კატეგორიაში