მთავრობის პასუხი ენმ -

24 ნოემბერი 2017, 00:00 3270 ნახვა

აჭარის მთავრობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრიფინგს ეხმაურება, სადაც ოპოზიციური პარტია მთავრობას ბიუროკრატიული ხარჯებისა და პრემია დანამატების დიდი ოდენობით აღებაში ადანაშულებს

"ძალიან სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ ახდენს ციფრებით მანიპულირებასდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მათ მიერ მიმდინარე წელს უკვე რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება აღნიშნულ თემაზე, მაშინ როცა მოცემულობა არ შეცვლილა. აჭარის ა.რ მთავრობის უწყებებში გასულ წელთან შედარებით შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები. რაც შეეხება სახელფასო ფონდს, პრემიები არ მიუღიათ აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარეს და მინისტრებს, ასევე მინისტრის მოადგილეებს და დეპარტამენტების უფროსებს. ზურაბ პატარაძეს არა მხოლოდ ბოლო 5 თვის მანძილზე, მას შემდეგ რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილებას შეუდგა, არც ერთხელ უსარგებლია პრემიით. დანამატების გაცემა სამართლებრივად, წინასწარ არის გაწერილი და დადგენილი ყველა რანგის საჯარო მოსამსახურისთვის და ის შრომის ანაზღაურების შემადგენელი ნაწილია. იგი გაიცემა საჯარო სამსახურებში არსებული დაბალი სახელფასო ანაზღაურების გამო და პროფესიონალი კადრების შენარჩუნების მიზნით. საკითხი 2018 წლიდან დარეგულირდება, როდესაც ძალაში შევა საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ რომელიც საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების წესს და პირობებს განსაზღვრავს" - ნათქვამია მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში