სპეცოპერაციისას დაკავებულის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

24 ნოემბერი 2017, 00:00 2827 ნახვა

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდება. სხდომის თავიდანვე დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

მსგავსი შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვას დაცვის მხარეც აპირებდა. ანტიტერორისტულ ოპერაციის დროს დაკავებულს გამოძიება ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 323-ე მუხლებით ედავება, რაც 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში