თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას თურქული მედია გამოეხმაურა

24 ნოემბერი 2017, 00:00 3136 ნახვა

,,ჰაბერთურქ დეილის" ცნობით, ათათურქის აეროპორტში თავდასხმაში ეჭვმიტანილი აჰმედ ჩატაევი ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს. ,,ისლამური სახელმწიფოს" ჩეჩნური ფრთის ლიდერი ქართულმა პოლიციამ 17-საათიანი ოპერაციის ფარგლებში გაანადგურა. მასთან ერთად კიდევ სამი ჩეჩნური წარმოშობის ტერორისტია ლიკვიდირებული.

თურქული მედიის ინფორმაციით, ტერორისტმა საქართველოს ტერიტორია უკანონოდ გადაკვეთა და ჩეჩენი ასლანპეკ ჯებრაილოვის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში ცხოვრობდა. ფაქტს ,,ვესტნიკკავკაზიც" გამოეხმაურა. გამოცემის თანახმად, ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს იარაღის არსენალი, ასაფეთქებლები და ყუმბარები, რომლებიც ეჭვმიტანილთა მიერ ნაქირავებ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას აღმოაჩინეს. 

ამავე კატეგორიაში