ბრიფინგი მთავრობაში გაცემულ დანამატებზე

24 ნოემბერი 2017, 00:00 2722 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და რეგიონის  მინისტრების ხელფასებისა და დანამატების შესახებ, ბოლო 5 თვის მონაცემები, ნაციონალური  მოძრაობის აჭარის ორგანიზაციამ გამოითხოვა და ბრიფინგზე გაასაჯაროვა. რეზო ხარაზმა განაცხადა, რომ პრემია და დანამატები სამინისტროებში წინასაარჩევნოდაა გაცემული. გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 5 თვეში, 28 ათას 960 ლარი აიღო ანაზღაურების სახით.

ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს თითოეულს 23 ათას 800 ლარი დაერიცხათ. ყველაზე ნაკლები თანხა კი სოფლის მეურნეობის მინისტრს ერგო, ავთანდილ მესხიძემ  სარგოს სახით 19 ათას 140 ლარი მიიღო. რაც შეეხება სამინისტროებს, ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით,  5 თვის განმავლობაში, ანაზღაურების სახით აჭარის მთავრობის ყველა უწყების თანამშრომელზე 2 მილიონ 900 ათასი ლარი დაიხარჯა. ოპოზიციის ინფორმაციით, ხუთივე თვეში ზურაბ პატარაძემ დანამატის სახით  2482 ლარი,  მინისტრებმა კი 2 ათას 40 ლარი მიიღეს.

ამავე კატეგორიაში