აჭარის მთავრობა: “ზურაბ პატარაძეს არც ერთხელ უსარგებლია პრემიით”

24 ნოემბერი 2017, 00:00 3094 ნახვა

აჭარის მთავრობაში საკითხზე წერილობითი კომენტარი გაკეთდა. მასში აღნიშნულია, რომ “ნაციონალური მოძრაობა კვლავ ახდენს ციფრებით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. აჭარის მთავრობის უწყებებში გასულ წელთან შედარებით  შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები.  პრემიები არ მიუღიათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მინისტრებს, ასევე მინისტრის მოადგილეებს და დეპარტამენტების უფროსებს.

ზურაბ პატარაძეს არა მხოლოდ ბოლო 5 თვის მანძილზე, მას შემდეგ რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილებას შეუდგა, არც ერთხელ უსარგებლია პრემიით. დანამატების გაცემა სამართლებრივად, წინასწარ არის გაწერილი და დადგენილი ყველა რანგის საჯარო მოსამსახურისთვის და ის შრომის ანაზღაურების შემადგენელი ნაწილია. იგი გაიცემა საჯარო სამსახურებში არსებული დაბალი სახელფასო ანაზღაურების გამო და პროფესიონალი კადრების შენარჩუნების  მიზნით. საკითხი 2018 წლიდან დარეგულირდება, როდესაც ძალაში შევა საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“.-აღნიშნულია მთავრობის წერილში.

ამავე კატეგორიაში