შუახევში საგანგებო შტაბი მუშაობს

24 ნოემბერი 2017, 00:00 3331 ნახვა

მთელი დღის განმავლობაში თოვს შუახევში. ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხებულა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან დაკავშირება შესაძლებელია მაღალი გამავლობის  ტრანსპორტით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. მაღალი ზონის სოფლებში ტრანსპორტი ვერ მოძრაობს.

ელექტრო ენერგია სრულადაა აღდგენილი  უჩამბის, დღვანის და ზამლეთის თემებში, ნაწილობრივ კი - ჭვანისა და დაბა შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულებში. დაზიანებული ელექტრო გადამცემი ხაზების აღდგენა ამ დრომდე მიმდინარეობს. უამინდობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა ნაღვარევის, უჩამბისა და სხეფის სკოლებში და ხუთ სააღმზრდელო დაწესებულებაში. შუახევის მერიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 9 ერთეული ტექნიკა მუშაობდა.

ამავე კატეგორიაში