ანტიტერორისტული ოპერაცია

24 ნოემბერი 2017, 00:00 1860 ნახვა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ოფიციალური ინფორმაციით ლიკვიდირებულ სამ პირს, პროკურატურა უკვე ტერორისტებად მოიხსენიებს. საგამოძიებო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბინაში, ტერორისტული მიზნით მართლსაწინააღდმეგოდ ინახავდნენ იარაღს, ასაფეთქებელ მოწყობილობებს და საბრძოლო მასალას.

დაკავებული პირი, როგორც ადვოკატი გუშინ აცხადებდა, დღეს კი პროკურორმაც დაადასტურა, მანამ აიყვანეს, სანამ სპეცოპერაცია დაიწყებოდა. მას დღეს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამბობს, რომ არ არსებობს მტკიცებულებები და მისი დაცვის ქვეშ მყოფი არავითარ კავშირში არ იყო ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ცნობილია, რომ გამოძიება ტერორიზმთან დაკავშირებული მუხლებით მიმდინარეობს. თუმცა კვლავ უცნობი რჩება სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული, თუ დაკავებული პირის შესახებ ბევრი დეტალი. დღეს, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. გიორგი მარგველაშვილი კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობასა და უშიშროების საბჭოს არსებობის საჭიროებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

ამავე კატეგორიაში