“აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი

24 ნოემბერი 2017, 00:00 2970 ნახვა

ევროკავშირისა და პოსტსაბჭოთა ექვსი ქვეყნის ლიდერებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ერთობლივი  დეკლარაცია მიიღეს. 21 გვერდიან დოკუმენტში მხარეებმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მნიშვნელობა, სტრატეგიული და ამბიციური პარტნიორებისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელოვანი საკითხები კი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ევროინტეგრაციის გზაზე გატარებულ რეფორმებს მოიცავდა. პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, ასევე საფრანგეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერს ტერეზა მეის.

გიორგი კვირიკაშვილმა შვედეთის სამეფოს მთავრობას მადლობა გადაუხადა განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის. ფინეთის პრემიერმა იუჰა სიპილამ კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვეს ხაზი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ხაზი გაუსვა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ამ პროცესში.

ამავე კატეგორიაში