ეკონომიკის სამინისტრომ ტერიტორიები გაასხვისა

24 ნოემბერი 2017, 00:00 3124 ნახვა

აჭარის მთავრობამ, ბათუმში, თამარის დასახლებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში ერთ ჰექტარზე მეტი ტერიტორია აუქციონის გზით გაყიდა. ერთი 358 ათას ლარად, მეორე კი 156 ათასად. რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მხოლოდ ერთ მიწის ნაკვეთზე ითხოვს ინვესტიციის განხორციელებას და ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების ცენტრისა და საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობას.

მეორე შემთხვევაში კი პირობა საერთოდ არაა ჩადებული. გაყიდულ მიწაზე, კვადრატული მეტრის ღირებულება დაახლოებით 46 ლარია. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ რეგიონის მთავრობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაყიდვისას, მთავრობა უფრო მკაფიო და მკაცრი პირობებით უნდა ხელმძღვანელობდეს, რათა ნათელი იყოს, მიიღებს თუ არა ამ პროცესით სარგებელს საზოგადოება. 

ამავე კატეგორიაში