ბათუმში ესტაკადის მშენებლობა იწყება

24 ნოემბერი 2017, 00:00 4071 ნახვა

ბათუმის პორტთან, ქალაქის შემოსასვლელში, ესტაკადის მშენებლობისთვის საკრებულომ აჭარის მთავრობას მიწის ნაკვეთები, ჯამში, 5 ჰექტრამდე ტერიტორია, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა.

ამ საკითხს სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ოპოზიცია აუქციონის გამოცხადებას მოითხოვდა. მთავრობას უკვე შერჩეული ჰყავს მშენებელი და ზედამხედველი კომპანიები. ჯამში მშენებლობისთვის 14 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. 

ამავე კატეგორიაში