ქედაში სამ მამაკაცს ეძებენ

24 ნოემბერი 2017, 00:00 2939 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში გამგეობა სამ მამაკაცს ეძებს, რომლებიც ახლობლები ინფორმაციით საზაფხულო სახლში გუშინ წავიდნენ, დღეს დილიდან კი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

გუშინ ღამის შემდეგ მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიურად თოვს, ქედის მერის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ტრაქტორით გზის გაჭრა ვერ მოხერხდა და მოქალაქეების დასახმარებლად სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები წავიდნენ.

„როგორც ახლობლებმა გვითხრეს  მიტოვებული სახლი ჰქონიათ და გუშინ დილით წასულან სამეურნეო სამუშაოებისთვის. დილიდან ვეღარ უკავშირდებიან, ალბათ ტელეფონი გაეთიშათ. შესაძლებელია გაუჭირდეს ტრაქტორს გადაადგილება, ამიტომ ჩვენ ვამზადებთ მეორე ტექნიკას მათ დასახმარებლად“ - აცხადებს ქედის მერი ლევან გორგილაძე

ამავე კატეგორიაში