რამდენად შეესაბამებოდა სტანდარტებს სასტუმროს პროექტი

26 ნოემბერი 2017, 00:00 2100 ნახვა

ქვეყანაში არ არსებობს ტურიზმის პოლიტიკა - განაცხადა „ტურიზმის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა ბერძენიშვილმა. მისი განმარტებით, სახელმწიფოს არ აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული ხედვა - სად უნდა ჩაერიოს ბიზნესს რეგულაციის მიზნით.

მამუკა ბერძენიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ იზრუნოს ტურისტების უსაფრთხოებაზე, რადგან უცხოურ მედიაში რეკლამირებისთვის დახარჯული ბიუჯეტი შედეგს ვერ მოიტანს, როცა ისევ უცხოური მედია ბათუმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების შესახებ ინფორმაციებს გადასცემს. მისი აზრით, ეს საერთაშორისო არენაზე ქვეყნისადმი ნდობას და უსაფრთხოების განცდას ამცირებს.

ამავე კატეგორიაში