“დაზარალებულთა კვირეული” - შეკითხვებს პროკურორი პასუხობს

28 ნოემბერი 2017, 00:00 3042 ნახვა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროკურატურა დაზარალებულთა კვირეულს მართავს. რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

საუბარი ოჯახში ძალადობას, მსხვერპლთან ურთიერთობის საკითხებს და დანაშაულის პრევენციას შეეხო. კვირეულის ფარგლებში პროკურორები მოსწავლეებსაც შეხვდებიან. თბილისში კი ოჯახში ძალადობის თემაზე ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართება.

ამავე კატეგორიაში